28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიUncategorizedემზარ გაგნიძე: გავაგრძელებთ მუშაობას კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ...

ემზარ გაგნიძე: გავაგრძელებთ მუშაობას კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს – საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, – ამ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიზანია საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული