20.9 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთივოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი ომით დაიღალა, თუმცა კიევი რუსეთის ულტიმატუმების მისაღებად მზად არ არის. Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, მსოფლიომ ყურადღება უკრაინიდან სწორედ ამ რეგიონზე გადაიტანა.

ზელენსკის თქმით, ის სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის „პატრიოტის“ სისტემები, რომელიც უკრაინას სჭირდება, ახლა ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. უკრაინის პრეზიდენტმა ფინანსური დახმარების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ მინისტრის მიერ ევროკავშირის 90 მილიონი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„ხალხი ომით დაიღალა, რადგან გადარჩენა უწევს, თუმცა ხალხს არ დაუკარგავს ღირსება და საკუთარი თავი. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან. მე ამერიკელებს ვენდობი, რომ ამ ომის დასრულება სურთ. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, თუმცა მათ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაზარდონ და არა ჩემზე.

ცხადია, ჩვენ გვჭირდება ფული შიდა წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის, ამიტომ რეალურად კონფლიქტი არა უკრაინასა და უნგრეთს შორის, არამედ ევროპასა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორისაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავს სანქციების პოლიტიკას, ფულს, იარაღს, ბლოკავს ევროკავშირში ჩვენს შესვლას. ის რუსეთის ლიდერის მხარეს დგას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული