29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარირეგიონებიცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ანანიძემ კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ახალი თანამდებობა არის არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა.

„ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გაკეთებული არჩევანისთვის. მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის – ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი. აჭარის ტკივილიანი ისტორია და აჭარა არის საქართველოს მარადიულობის სიმბოლო“, – განაცხადა ანანიძემ.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული