პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5973 EUR 2.9137 GBP 3.4762
დღის ამბები
17:30 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 11:53 ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?! • 11:52 გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს • 11:48 თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას • 11:30 თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი  საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს • 11:28 გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია – არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები • 11:27 გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება • 11:26 გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა • 17:30 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 11:53 ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?! • 11:52 გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს • 11:48 თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას • 11:30 თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი  საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს • 11:28 გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია – არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები • 11:27 გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება • 11:26 გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა •
📅 14 აპრილი, 2026 • 13:08 • ⏱ 4 წთ საკითხავი • 👁 4 ნახვა

არჩილ ბერიძე: დღეს საქართველოს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც არავის სატელიტი არ იქნება

არჩილ ბერიძე: დღეს საქართველოს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც არავის სატელიტი არ იქნება

არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში? – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება სახელმწიფოთა რეალისტური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ ფაქტია – მსოფლიო წესრიგი იცვლება, ჩვენ ყველანი ვხედავთ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიზისს. ეს წესრიგი ეფუძნებოდა იდეას, რომ დასავლეთი – განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები – იყო გლობალური სისტემის მთავარი ლიდერი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. თუმცა დღეს მსოფლიო სისტემაში მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება. გლობალურ პოლიტიკაში ძლიერდება ჩინეთი და სხვა რეგიონული ძალები. ევროპული პოლიტიკის არაერთმა შეცდომამ და ევრობიუროკრატიის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ამერიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სულ უფრო ნაკლებად არის მზად ევროპული პოლიტიკური პრობლემების საკუთარ თავზე ასაღებად.
ამ ვითარებაში განსაკუთრებით აშკარა გახდა უთანხმოებები ამერიკისა და ევროპული პოლიტიკური ელიტების ნაწილს შორის – უთანხმოებები, რომლებიც დღეს უკვე ღიად ჩანს საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაში.
უკრაინის ომმაც ნათლად აჩვენა, რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაუთვლელ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. დღეს ყველა ხედავს, რა ფასს იხდის უკრაინული სახელმწიფო. ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა კიდევ უფრო დაძაბა საერთაშორისო ვითარება. ეს პროცესები გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზეც, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც და საერთაშორისო ძალთა ბალანსზეც. ამ ყველაფრის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება რეალისტური პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამხედრო და ეკონომიკური ძალა ისევ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ ფაქტორად და ასეთ გარემოში პატარა სახელმწიფოები ვალდებულნი არიან იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, გონივრული გათვლებით და მკაფიო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

არჩილ ბერიძის განცხადებით, დიდ ძალებთან ურთიერთობისას მთავარი არის ბერკეტების ბალანსი, რაც რეალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.

„საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით მაშინ, როდესაც სახელმწიფოებრივ ინტერესს ყველაფერზე მაღლა ვაყენებდით და ვმარცხდებოდით მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვწირავდით უცხო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.
სწორედ ამიტომ, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატიზმს და რეალისტურ გეოპოლიტიკურ ხედვას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომელმაც პირველად გახადა საჯარო და ნათელი უცხოური გავლენების მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელმოწერა. ამ გადაწყვეტილებამ თავდაპირველად დიდი კრიტიკა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ვნახეთ, რომ თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც აქტიურად ავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მარტივ გეოპოლიტიკურ ჭეშმარიტებას: დიდ ძალებთან ურთიერთობაში მთავარი არის ბერკეტების ბალანსი და არა ერთპიროვნული დამოკიდებულება. სწორედ ეს არის რეალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.
დღეს საქართველოს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც არავის სატელიტი არ იქნება.
საქართველოს აქვს საკუთარი ძლიერი ბერკეტები: ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ჩვენი როლი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კორიდორებში, და ჩვენი მნიშვნელობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.
საქართველოს შეუძლია და უნდა გახდეს რეგიონული ხიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის ცენტრი.
და ბოლოს, ერთი მარტივი სიმართლე: მსოფლიოში, სადაც დიდი ძალები საკუთარ ინტერესებს იცავენ, პატარა სახელმწიფოებს გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავადაც იცავენ საკუთარ სახელმწიფოს.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ, დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!“-განაცხადა არჩილ ბერიძემ.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
17:30

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!
11:53

ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!

გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს
11:52

გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას
11:48

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას