პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5973 EUR 2.9137 GBP 3.4762
დღის ამბები
17:30 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 11:53 ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?! • 11:52 გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს • 11:48 თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას • 11:30 თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი  საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს • 11:28 გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია – არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები • 11:27 გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება • 11:26 გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა • 17:30 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 11:53 ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?! • 11:52 გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს • 11:48 თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას • 11:30 თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი  საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს • 11:28 გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია – არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები • 11:27 გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება • 11:26 გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა •
📅 16 აპრილი, 2026 • 12:37 • ⏱ 3 წთ საკითხავი • 👁 3 ნახვა

მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, ის არაფრის მომტანია ევროპისთვის – რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება

მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, ის არაფრის მომტანია ევროპისთვის – რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება

დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი. უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ამ რეჟიმში უწევს ურთიერთობების წარმართვა. ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, სულ უფრო მკაფიო ხდება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობები.

„დღეს, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ხშირად იკვეთება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოს შესაძლებლობები და ჩვენი რეგიონის ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების დინამიკა. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტისა, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც, ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს იმ იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტას.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება საქართველოს საჭიროება და იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის მიდგომები დროთა განმავლობაში შეიცვლება.

„ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას და ვერ შევაცვლევინებთ ამ გადაწყვეტილებას, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, რადგან ის არაფრის მომტანია არც ევროპისთვის და არც ევროპული ინტერესებისთვის. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება.

იყვნენ ჩვენთანაც პოლიტიკოსები, რომლებსაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუ რაში უნდა სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო და დღეს ნამდვილად ჩანს, თუ რაში და რატომ არის საქართველო საჭირო, ჩვენი რეგიონისთვის, ფართო რეგიონისთვის, ევროპის რეგიონისთვის და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებადობა და მხოლოდ და მხოლოდ გზა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გზა და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და დიალოგის არსებობა.“ -აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა 9 ნაბიჯის შესრულებასა და ქვეყნის განვითარების პროცესზე.

„9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია. ამასთანავე, დღეს იმაზე საუბარი რომ 9 ნაბიჯი არის ის წინაპირობა, რამაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს ამ ურთიერთობებში, ალბათ, არასწორი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საჭიროა, რაც ერთგვარად არის ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და მეორეს მხრივ სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უკავშირდება ევროპული სტანდარტების დანერგვას. ვიცით, რომ ეს სტანდარტები მაღალია და სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საგზაო რუკა. ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ნათლად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში, ასევე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს არსად დაკარგულა, ვერ დაიკარგება, რაც არ უნდა გვაკრიტიკონ, რაც არ უნდა ორმაგი სტანდარტებით მიუდგნენ საქართველოს, ფაქტი დარჩება ფაქტად, ეს არის ის რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, ეს პროგრესი შეუძლებელია რომ ვერ დაინახონ.,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
17:30

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!
11:53

ნინო ფოჩხუა ელიზბარაშვილზე: ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი ასეთი ადამიანების გვერდით, როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!

გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს
11:52

გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას
11:48

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას