g„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.
მისი თქმით, ეს ყოველივე გამოხატავს მათ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.
“ძალიან დიდია მათი ინტერესი. ყოველ შეხვედრაზე იმატებს დასწრების მსურველების რაოდენობა. მინდა ხაზი გავუსვა გუშინდელ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც რუსთავში გაიმართა. ვიცით, რომ სტუდენტური ფესტივალი იწყება და ეს ყველაფერი ნათლად ანახებს იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა”-განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
📅 2 მაისი, 2026 • 12:31 • ⏱ 1 წთ საკითხავი • 👁 6 ნახვა
ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

20:19
ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

18:27
თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

11:38
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა
11:35