
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების კომიტეტმა ავიაგამანადგურებლების 2 ახალი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა, რის საფუძვლადაც ირანთან ომის დროს მიღებული ოპერაციული გამოცდილება დაასახელა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.
„ამ კამპანიის გაკვეთილები ჩვენგან ძალების გაძლიერების გაგრძელებას მოითხოვს, რათა მომავალი ათწლეულების განმავლობაში საჰაერო უპირატესობა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა კაცმა.


