შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5971 EUR 2.9090 GBP 3.4749
დღის ამბები
20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 02:09 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 02:09 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში •
📅 31 აგვისტო, 2026 • 15:03 • ⏱ 3 წთ საკითხავი • 👁 3 ნახვა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

როგორც შატბერაშვილმა განაცხადა, ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც კავშირი დიდმა ბრიტანეთმა დატოვა, ახლა კი, ისლანდიის მოსახლეობამ გამოუცხადა უარი ევროკავშირს რეფერენდუმის გზით, რაც, პოლიტიკოსის შეფასებით, ევრობიუროკრატებისთვის სილის გაწნა იყო.

„ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც სამი დამფუძნებელი ქვეყნიდან ერთ-ერთმა – დიდმა ბრიტანეთმა, დატოვა ეს მკვდრად შობილი კავშირი. ბრიტანეთმა ამისათვის გადაიხადა მილიარდი ევრო, მაგრამ, მას უღირდა ამ კავშირის დატოვება, რადგანაც ნახა, იქ რა საშინებელაც ხდება. ამის შემდეგ, ევროპის მრავალ ქვეყანაში გაისმოდა და გაისმის მოწოდება: „დავტოვოთ ევროკავშირი“. პირველ რიგში, ეს არის საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და სხვადასხვა ქვეყნები. ამის შემდეგ, რაც მოხდა ისლანდიაში, ნამდვილი სილის გაწნა იყო „დიფ სთიეთისა“ და ევრობიუროკრატიისათვის. რეფერენდუმზე ხალხმა განაცხადა: „არა ევროკავშირს.“
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღება სპეკულაციებს და იმის ლაპარაკს, საქართველოს ევროკავშირში იღებენ თუ – არა. თვითო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის წევრობა სურს მას, თუ არ სურს და ამით დამთავრდება ხელგამოწვდილი დგომა გადამთიელების წინაშე იმის თხოვნით, რომ მიგვიღეთ თქვენს კავშირში. ჩვენ ასეთი ევროკავშირი არ გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხიც, ისლანდიელების მსგავსად, უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე,“ – აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმი ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ, რადგან მაშინ „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები გააყალბა და შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგებიც არ ასახავდა სინამდვილეს.
შატბერაშვილის თქმით, ევროპასთან ისეთმა ინტერგრირებულმა ქვეყანამ, როგორიცაა ისლანდია, მტკიცე უარი განაცხადა ევროკავშირის არათუ წევრობაზე, არამედ, მასთან მოლაპარაკების გახსნაზე, რადგან ნათლად დაინახა საფრთხეები.
„რაც შეეხება რეფერენდუმს: 2007 წელს, სააკაშვილმა ჩაატარა ასეთი რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მაგრამ, მსოფლიოს ყველა ექსპერტმა განაცხადა, რომ აქ იყო ტოტალური გაყალბება საპრეზიდენტო არჩევნების დროს და თუ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა, დიდი და სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ რეფერენდუმიც გაყალბდა. თუმცა, 2007 წელს, მდგომარეობა სხვანაირად იყო, მაშინ ჩვენც კი ორივე ხელით მხარს ვუჭერდით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ამის შემდეგ „დიფ სთიეთის“ თავხედობას საზღვარი აღარ ჰქონდა და ნახეთ, დღეს რა მოხდა: ევროპასთან ისეთმა ინტეგრირებულმა ქვეყანამ, როგორიც არის ისლანდია, რომელიც არის ნატო-ს წევრი, შენგენის ზონის წევრი – მანაც კი უარი განაცხადა არათუ წევრობაზე, არამედ, მოლაპარაკებების გახსნაზეც კი. და რატომ გააკეთა ეს: მარტა კოსს უკვე მზად აქვს კანონპროექტი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას მიეცემა ხმის უფლება და ზოგიერთ ქვეყანას არ ექნება ხმის უფლება. ისლანდიელებმა ჩათვალეს, რომ ხმის უფლება მათაც არ ექნებათ გაწევრიანების შემთხვევაში და შესაძლებელია, რომ ისლანდიის საკითხი ისე განიხილოს ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ ან ევროსაბჭომ, რომ არც კი შეეკითხონ ისლანდიელ ხალხს. აქ კიდევ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხიც არის – ისინი თევზჭერით ირჩენენ თავს და შესაძლოა, ისლანდიაას თევზჭერის უფლებაც არ მისცენ. ამიტომ, ისლანდელმა ხალხმა განაცხადა მტკიცე „არა“ ევროკავშირს,“ – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა
20:19

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი
18:27

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა
11:38

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
11:35

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები