29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიმნიშვნელოვანიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას - სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას – სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს

ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები და გამოთქვა მტკიცე პროტესტი ამ თავდასხმების მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება.

ირანელმა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო. მან განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ და სამხედროებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს. ირანელმა მინისტრმა დაშავებულ მშვიდობიან მოქალაქეებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.  

ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ველით, რომ ირანი ბოდიშს მოიხდის თავდასხმისთვის, მოკლე დროში მოგვაწვდის განმარტებას გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით და მიიღებს აუცილებელ ზომებს მომავალში მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული