22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს.

მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, თუ მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდება.

„გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ნებისმიერი თავდასხმა და რაკეტების გაშვება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირანზე თავდასხმა ამ ტერიტორიებიდან მოხდება“, – განაცხადა პეზეშკიანმა ვიდეომიმართვის დროს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული