28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიUncategorizedგურამ მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს არის პიროვნება, რომელსაც თავისი ქვეყანა სძულს

გურამ მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს არის პიროვნება, რომელსაც თავისი ქვეყანა სძულს

ეს არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.

დეპუტატი გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, სადაც ახალაია დამხობაზე საუბრობს.

„ადამიანმა თუ არ ვცდები, 9 წელი მოიხადა, მერე კიდე ვერ მოისვენა და რევოლუციურ და დამხობის პროცესებში მიიღო მონაწილეობა და ახლა კიდევ ვერ მოისვენა და სასამართლო პროცესზე ახალი დანაშაული ჩაიდინა – დამხობისკენ მოუწოდა ისევ საზოგადოებას. ეს არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ივანიშვილი უნდა დაემხოს“.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული