28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიBBC: ეპშტეინი გოგონების გადმობირებისთვის სამოდელო აგენტს იყენებდა

BBC: ეპშტეინი გოგონების გადმობირებისთვის სამოდელო აგენტს იყენებდა

გამოცემა BBC News Brasil-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ფრანგი სამოდელო აგენტი ჟან-ლუკ ბრუნელი მასთან დაკავშირებული სამოდელო სააგენტოების დახმარებით სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდა გოგონებს ეძებდა, რათა ისინი აშშ-ში სექსუალური ხასიათის დანაშაულში მხილებულ ჯეფრი ეპშტეინთან წაეყვანა.

გამოცემასთან ინტერვიუში ბრაზილიელი ქალბატონი სახელად გლაუსია ფეკეტე იხსენებს, რომ 2004 წელს, როცა ის 16 წლის იყო და სამოდელო ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მათთან სახლში ჟან-ლუკ ბრუნელი მივიდა, რათა დედამისი დაერწმუნებინა, რომ ის ეკვადორში სამოდელო კონკურსზე გაეშვა.

კიდევ ერთი ბრაზილიელი გოგონა ამბობს, რომ მას ეპშტეინთან კავშირები ჰქონდა. ამის დამადასტურებლად მან ჟურნალისტებს აშშ-ის ვიზას აჩვენა. ვიზაში სპონსორად ბრუნელის სამოდელო სააგენტო იყო მითითებული. გოგონას თქმით, მას არასდროს უმუშავია მოდელად, ხოლო ვიზა იმიტომ იყო გაფორმებული, რათა მას ეპშტეინთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა.

საბოლოო ჯამში, გლაუსია ეკვადორში გაემგზავრა. ის იხსენებს, რომ კონკურსის დასასრულს ბრუნელმა მას ნიუ-იორკში გაფრენა შესთავაზა ყველა ხარჯის დაფარვით. ისინი გლაუსიას დედას დაუკავშირდნენ, რათა ნებართვა აეღოთ.

დედამ გლაუსია ნიუ-იორკში არ გაუშვა. „ისინი მხოლოდ ბავშვებს, არასრულწლოვნებს ეძებდნენ“, – იხსენებს გლაუსიას დედა. „სამწუხაროდ, მათ ჩემი გოგონა იპოვეს“.

დედამ გლაუსიას სამოდელო ბიზნესში მუშაობა აუკრძალა და ბრუნელის ქსელთან ყველა კავშირი გაწყვიტა.

„ეს მართლა სასწაული იყო“, – აღნიშნა გლაუსიამ.

როგორც BBC News Brasil-ი წერს, აშშ-ის მთავრობის მიერ განსაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად, ეპშტეინი ეკვადორის ქალაქ გუაიაკილიში 2004 წლის 24 და 25 აგვისტოს იმყოფებოდა იმ დროს, როცა იქ სილამაზის კონკურსის ფინალი ტარდებოდა. დოკუმენტებიდან აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სულ მცირე ერთი მოდელი, რომელიც 16 წლისაც არ იყო, ეპშტეინის თვითმფრინავში ორჯერ მგზავრობდა.

გლაუსიას თქმით, იმ დროს დედამისმა ის გადაარჩინა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული