22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიკაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის...

კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტსა და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტსა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე მიმდინარეობს, თუმცა მან არ იცის, როდის იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები.

როგორც კალასმა კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივები გარკვეულ სირთულეების აწყდება, თუმცა ბრიუსელი მათ დაძლევაზე მუშაობს.

„სანქციათა მე-20 პაკეტის მიღებისა და კრედიტის გამოყოფის გზაზე გარკვეული სირთულეები გვაქვს. სირთულეების დაძლევაზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არ მაქვს კარგი ამბები იმის თაობაზე, თუ როდის გამოვყოფთ კრედიტს. ამიტომ, მუშაობას ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომისთვის მივიღებთ“, – თქვა კალასმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული