28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებალაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი...

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონქვემდებარე აქტებმა დააზუსტა, რომ მიკედლების გარდა, აღნიშნულ ტერიტორიებზე და სურსათის უვნებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიებს შორისაა აგრარული ბაზარიც, ძაღლების ყოლა იკრძალება.

„განკარგულებამ განსაზღვრა, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს ძაღლების დაბრუნებაც. დღეის მდგომარეობით, ის ცხოველები, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, დარჩენილი 29-დან 12 დღეს დაბრუნდება ტერიტორიაზე. დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის; ეს სავარაუდოდ მოხდება დღეს საღამოს ან ხვალ დილით“, – აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძაღლებს დააბრუნებენ ზუგდიდის ტერიტორიაზე და არა დაუსახლებელ ადგილებზე.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული