15.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
spot_img
მთავარისაზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, იგივე პროცესი უნდა ჩამოყალიბდეს ყველა მუნიციპალიტეტში, რაც განსაზღვრულია შესაბამისი კანონით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.

„ჩვენ 2012 წლიდან გვაქვს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა. პირველ ეტაპზე ფერმის ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდებოდა. სწორედ ამ პროგრამის მონაცემთა ბაზას უკვე ვიყენებთ რამდენიმე თვეა მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაციის შემთხვევაში. ის, რომ პროგრამა არ არსებობს, სიმართლეს არ შესაბამება.

თუმცა, ვინაიდან კანონმდებლობამ განსაზღვრა კიდევ უფრო მეტი ფუნქციონალი, ბაზა იგივე რჩება, თუმცა ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე. ივნისიდან უნდა იყოს ეს პროგრამა მზად. პროგრამაში ჩართული უნდა იყვნენ კლინიკები, გრუმინგ ცენტრები, კერძო თავშესაფრები“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული