28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკამარიამ გრიგოლიშვილი: გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად...

მარიამ გრიგოლიშვილი: გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში, სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ბათუმის შემდეგ, დღეს უკვე შეკვეთილში ჩატარდა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთა შორის მარიამ გრიგოლიშვილიც იყო. 

მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულნი სახელმწიფო მართვის პროცესებში. 

„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. მათ შორის, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში, სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული