კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5971 EUR 2.9090 GBP 3.4749
დღის ამბები
16:06 ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის • 15:20 ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს • 15:05 დავით ჩიხელიძე: ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა-დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლის მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს • 14:35 ლადო სადღობელაშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი” • 14:10 შაკო ჩაჩანიძე: დღეს, ღიად გეი ნიკა გვარამიას დაანონსებულ აქციაზე ვინც მივა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს გეი პარადში და სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია!!! • 13:57 ნინო ჯღარკავა გვარამიაზე: მოემზადეთ, დღეს ჩემი ნიკუტას ლიდერობით პაწრიოტული გეიაღლუმი იმართება • 23:46 გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით. დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა • 23:03 ნინო ჯღარკავა: დომენტი ჩუბინიძე პირდაპირ მკვლელობასა და დავით გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებს ირაკლი კობახიძეს… 2008 წელს ალიაში მუშაობდა და იქედან ებრძოდა ბიძინა ივანიშვილს • 16:06 ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის • 15:20 ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს • 15:05 დავით ჩიხელიძე: ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა-დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლის მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს • 14:35 ლადო სადღობელაშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი” • 14:10 შაკო ჩაჩანიძე: დღეს, ღიად გეი ნიკა გვარამიას დაანონსებულ აქციაზე ვინც მივა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს გეი პარადში და სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია!!! • 13:57 ნინო ჯღარკავა გვარამიაზე: მოემზადეთ, დღეს ჩემი ნიკუტას ლიდერობით პაწრიოტული გეიაღლუმი იმართება • 23:46 გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით. დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა • 23:03 ნინო ჯღარკავა: დომენტი ჩუბინიძე პირდაპირ მკვლელობასა და დავით გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებს ირაკლი კობახიძეს… 2008 წელს ალიაში მუშაობდა და იქედან ებრძოდა ბიძინა ივანიშვილს •
📅 7 აპრილი, 2026 • 14:39 • ⏱ 4 წთ საკითხავი • 👁 3 ნახვა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი: მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი: მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.

ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.

ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის
16:06

ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის

ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს
15:20

ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს

დავით ჩიხელიძე: ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა-დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლის მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს
15:05

დავით ჩიხელიძე: ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა-დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლის მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს

ლადო სადღობელაშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”
14:35

ლადო სადღობელაშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”