აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მაღალია დაინტერესება ინვესტიციები განახორციელოს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში, ისე ენერგეტიკის სექტორში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, რომლებსაც ბანკი აქტიურად აფინანსებს საქართველოში.
„ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება. ეს ეხება ქვეყნის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საუბარია შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაზე, როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებებით. ბანკის მხრიდან, ასევე ინტერესის სფეროა ენერგეტიკის სექტორიც. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს ეწვევა სპეციალური მისია, რა დროსაც საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი დააფინანსებს საქართველოში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
📅 15 აპრილი, 2026 • 11:15 • ⏱ 1 წთ საკითხავი • 👁 2 ნახვა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მაღალია დაინტერესება ინვესტიციები განახორციელოს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში, ისე ენერგეტიკის სექტორში

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

48 წუთის წინ
გიორგი გამსახურდია: ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილთან ახლოსაც ვერავინ მივა წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით – საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის

22:22
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო – საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ

20:24
შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

14:18