29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები 34 წლის განმავლობაში ერთმანეთს ხვალ პირველად...

ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები 34 წლის განმავლობაში ერთმანეთს ხვალ პირველად შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები ხვალ ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 34 წლის განმავლობაში.

„ვცდილობთ ისრაელსა და ლიბანს შორის მცირე შესვენება ავიღოთ. დიდი დრო გასულა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ესაუბრნენ, დაახლოებით 34 წელი. ეს მოხდება ხვალ. შესანიშნავია!“, – დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართეს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული