დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყნის ურთიერთობები ბლოკთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები აშშ-სთან; მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და არაფორმალური შეთანხმება დადო რუსეთთან, რათა მინიმუმამდე დაეყვანა უკრაინის ომის ნებისმიერი უარყოფითი შედეგი.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად.
📅 21 მაისი, 2026 • 11:26 • ⏱ 1 წთ საკითხავი • 👁 4 ნახვა
ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება – ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

23:46
გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით. დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა

23:03
ნინო ჯღარკავა: დომენტი ჩუბინიძე პირდაპირ მკვლელობასა და დავით გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებს ირაკლი კობახიძეს… 2008 წელს ალიაში მუშაობდა და იქედან ებრძოდა ბიძინა ივანიშვილს

25 ოქტომბერი, 2026 • 11:14
თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

25 ოქტომბერი, 2026 • 11:14