26.9 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან ვერონიკ დოკენდორფთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, რუსული ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული