შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5971 EUR 2.9090 GBP 3.4749
დღის ამბები
20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 03:59 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 03:59 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში •
📅 6 აგვისტო, 2026 • 22:19 • ⏱ 3 წთ საკითხავი • 👁 5 ნახვა

დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის

დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის

„გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ნია იმნაძის დაკავებისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ სწორედ ეს ხალხური სიბრძნე გამახსენდა- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ.

მისივე თქმით, ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა.

“ჩემი შეფასებით, ამ ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ნია იმნაძის ქმედებები და მის მიერ დაშვებული შეცდომებია. მან გადაწყვიტა „მაგარი გოგოს“ იმიჯის შექმნა და გაავრცელა მითი, თითქოს არა მხოლოდ თანატოლები, არამედ მასწავლებელიც კი მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. სწორედ ამ ნარატივმა შექმნა ლეგენდა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ შეყვარებულსაც დააჯერა და საბოლოოდ ახალგაზრდა, განათლებული ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილამდე მივიდა საქმე.

თუ ნიას მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი არასასურველ კომუნიკაციას, შევიწროებას ან რაიმე ფორმის ზეწოლას, მას შეეძლო ეს ფაქტები დაეფიქსირებინა. დღეს თითქმის ყველას აქვს მობილური ტელეფონი და ერთი აუდიოჩანაწერი, ვიდეო ან შეტყობინების ოჯახის წევრებისთვის ან შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ პრობლემა დროულად მოგვარებულიყო და საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მისულიყო.

ამის ნაცვლად, ნიას გადაწყვეტილებებმა და მისმა პოზიციამ მოვლენები ისეთი მიმართულებით განავითარა, რომელიც საბოლოოდ უმძიმესი შედეგით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს გოგოს გამო ბიჭების დაპირისპირება, ჩხუბი ან ძალადობა გარკვეული „პრესტიჟის“ ან „კაცობის“ გამოვლინებაა. ეს მავნე კულტურა არაერთი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ხშირად ასეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

ჩემთვის გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ. ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა.

რა თქმა უნდა, ადამიანურად ნებისმიერი დაკავებული მეცოდება. მებრალება ნია იმნაძეც და მისი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ეს ვერ გაამართლებს მისი დედის განცხადებებს, რომლისთვის სხვისი ახალგაზრდა შვილის სიკვდილი, ჩვეულებრივი ამბავია, საკუთარი შვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კი უდიდეს უსამართლობად. სანამ ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი, სწორედ მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის.”- წერს დავით ჩიხელიძე.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა
20:19

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი
18:27

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა
11:38

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
11:35

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები