შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5971 EUR 2.9090 GBP 3.4749
დღის ამბები
20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 02:11 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 02:11 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში •
📅 19 აგვისტო, 2026 • 11:00 • ⏱ 4 წთ საკითხავი • 👁 3 ნახვა

ლევან მაჭავარიანი: მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს, აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

ლევან მაჭავარიანი: მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს, აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია სახელწოდებით „რუსული კანონი“ მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს. ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და „ბედავდა“ კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად „იმიტომ“ და, ამ „იმიტომთან“ ერთად, უამრავ შეურაცხყოფას იღებდა, – წერს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის შესახებ წარმოებულმა კამპანიამ საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ აგენტურული ოპოზიციური პარტიები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, ადამიანს გადაუარონ, დაამცირონ და ფსიქოლოგიურად გაანადგურონ, თუ მათ მიერ შეთხზულ ზღაპარს ბრმად არ დაიჯერებს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, პოლარიზაციის შესამცირებლად, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც ,,რუსული კანონის” კამპანიის ფარგლებში აწარმოეს.

,,როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტყვების კონკრეტულ ნაბიჯებად თარგმნა.
აგენტურული ოპოზიციისგან, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ებისგან და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტებისგან ხშირად გვინახავს თავდასხმა საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, რასაც, თავისთავად, კიდევ უფრო გაუზრდია პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ჰქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას, თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია, რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა.
ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი.
მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია სახელწოდებით „რუსული კანონი“ მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს.
ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და „ბედავდა“ კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად „იმიტომ“ და, ამ „იმიტომთან“ ერთად, უამრავ შეურაცხყოფას იღებდა. ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის წაკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას.
ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ „სელფის“ გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან „რუსეთუმეს“ იარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი.
აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები უამრავ ტყუილსა და აღქმას ავრცელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. „შავი ფულის“ გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ყველა მეთოდით ცდილობდნენ საზოგადოების „დაშანტაჟებას“.
სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე ქარდს შევეხები, რომ ამ კამპანიის აბსურდულობის მასშტაბი გაგახსენოთ.
კანონის მიღების შემთხვევაში:

  • გავიღვიძებდით “ჩელიაბინსკში”.
  • ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს.
  • ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს.
  • ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოჯახებს ფულს ვეღარ გადმოურიცხავდნენ.
  • სტუდენტები დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებდნენ.
  • ფერმერებს აეკრძალებოდათ გრანტების მიღება.
  • როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-ისა და NED-ის დაფინანსება?!
    გავიდა 2 წელი:
  • არ გაგვღვიძებია “ჩელიაბინსკში”.
  • არ აკრძალულა ოპოზიციური მედიასაშუალებები.
  • არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები.
  • ემიგრანტებს არ შექმნიათ გადმორიცხვის პრობლემა.
  • სტუდენტებს არ შექმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა.
  • ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას.
  • ხოლო რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორივე ეს ორგანიზაცია კრიმინალებად გამოაცხადა, ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია.
    მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 2 წელში არ დადასტურდა, რომ თეთრი შავია.
    სამაგიეროდ, დადასტურდა ის, რომ აგენტურული ოპოზიციური პარტიები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, გადაგიარონ, დაგამცირონ და ფსიქოლოგიურად გაგანადგურონ, თუ უარს იტყვით, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათ მიერ შეთხზული ზღაპარი დაიჯეროთ.
    ახლა, რითიც დავიწყე, იმას მივუბრუნდეთ. მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.
    აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას!
    ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები,” – წერს ლევან მაჭავარიანი.
გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა
20:19

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი
18:27

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა
11:38

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
11:35

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები