შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5971 EUR 2.9090 GBP 3.4749
დღის ამბები
20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 02:10 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში • 20:19 ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა • 18:27 თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი • 11:38 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა • 11:35 თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები • 11:31 არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს • 11:30 არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა  • 10:44 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა! • 24 ოქტომბერი, 2026 • 02:10 არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში •
📅 25 აგვისტო, 2026 • 18:36 • ⏱ 5 წთ საკითხავი • 👁 3 ნახვა

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა

“ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია.”-წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ აბასთუმნის რეაბილიტაციისა და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მას „მტკნარ სიცრუესა და აბსურდს“ უწოდებს.

დეპუტატმა აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ფაქტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილი კურორტზე უნიკალურ სასტუმროს აშენებს, რომლის ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომელიც თავიდან ბოლომდე საქველმოქმედი პროექტია, რამეთუ თითოეული თეთრი, რომელიც სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება ამონაგები, სწორედ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.”

“როგორც ჩანს, ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაწყვიტა შენება ნგრევად, ქველმოქმედება კი პირად ინტერესებზე ზრუნვად წარმოაჩინოს და თავს დაესხას აბასთუმნის აღდგენის პროექტს, რომელმაც განადგურების პირას მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთ უნიკალურ კურორტს ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს.

ჩერგოლეიშვილმა საკუთარ მიმართვაში უამრავი სისულელე და ტყუილი ილაპარაკა, რის საილუსტრაციოდაც მხოლოდ ის მტკნარი სიცრუეც კმარა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში “ხრიოკზე” ფილტვის ცენტრის აშენების სანაცვლოდ, ისტორიულ “ტუბსაავადმყოფოს” ტერიტორია მიიღო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, სწორედ ამგვარი პირობებით ცდილობდნენ ინვესტორის მოძებნას, თუმცა, არავინ დაინტერესდა, რადგანაც მსგავსი ინვესტიცია ყველამ, ვისაც მისი განხორციელება შეეძლო, წამგებიანად მიიჩნია.

მოდი, ვნახოთ, რა მოხდა რეალურად – ბატონმა ბიძინამ საკუთარი ფულით არა “ხრიოკზე”, არამედ უნიკალურ ტერიტორიაზე, სადაც სამი სხვადასხვა ხეობის ჰაერი ცირკულირებს, მართლაც ააშენა ულტრათანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი, თუმცა, ამის სანაცვლოდ არაფერი მიუღია. მან მხოლოდ მოგვიანებით, აუქციონის წესით კონკურენტულ პირობებში დაახლოებით 4 მილიონად შეიძინა ის ტერიტორია, რომელზეც ამორტიზებული, დანგრევის პირას მისული, პაციენტებისა და პერსონალის სიცოცხლისთვის საშიში, ხეობისა და მისი მაცხოვრებლებისთვის კი სიბინძურისა და არაერთი პრობლემის წყაროდ ქცეული ძველი საავადმყოფო მდებარეობდა. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ “ტუბდისპანსერის” აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და მისი რეაბილიტაციის პროცესში ჩართვაზე არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური და საკმაოდ გამოცდილი კომპანიები ამბობდნენ უარს. ამასთან ერთად, სწორედ ბატონმა ბიძინამ გაარემონტა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა აბასთუმნის ამბულატორია, სადაც პაციენტებისთვის დღესაც კომფორტული პირობებია შექმნილი და ღირსეულადაც ემსახურებიან.

რაც შეეხება “ტუბდისპანსერის” ისტორიულობის საკითხს, რადიკალებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საავადმყოფო, წესით, არც უნდა აშენებულიყო, რადგან იქ რომანოვების მართლაც ისტორიული სასახლე მდებარეობდა, რომელსაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით დაუბრუნდა პირვანდელი სახე.

კარგი იქნებოდა, ქალბატონ თამარს, რომელმაც აბასთუმანზე ვრცლად ისაუბრა, იმის შესახებაც მოეძიებინა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი კურორტზე უნიკალურ სასტუმროს აშენებს, რომლის ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომელიც თავიდან ბოლომდე საქველმოქმედი პროექტია, რამეთუ თითოეული თეთრი, რომელიც სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება ამონაგები, სწორედ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. ქველმოქმედების პარალელურად – გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი სასტუმრო ხელს შეუწყობს ადგილზე სხვა ბიზნესის განვითარებას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ადგილობრივებს დაეხმარება მეტი შემოსავლის გაჩენაში და აბასთუმნის ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესთავაზებს მეტ არჩევანს, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ და დადებითად აისახება ტურისტების რაოდენობისა და კურორტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაზე.

აგენტურულ ოპოზიციას მინდა ისიც შევახსენო, რომ მათი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბატონმა ბიძინამ დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა, რაც კიდევ უფრო უკეთ სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

თუ კარგად დავაკვირდებით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით რადიკალების დამოკიდებულებასაც ადვილად შევამჩნევთ. – მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სახსრები არ გააჩნდა და ბიძინა ივანიშვილმა საჩხერე – გომის დანგრეული და კიდევ უფრო მეტად დაზიანებული საჩხერე – ზესტაფონის საავტომობილო გზები ხელახლა ააშენა, ერთ-ერთმა მათმა თანაგუნდელმა, დღესდღეობით გარდაცვლილმა ადამიანმა აღნიშნა, თითქოს, ბატონმა ბიძინამ ეს გზები იმიტომ აღადგინა, რომ მათზე თავად გადაადგილდებოდა, შესაბამისად, ეს არც ქველმოქმედებაა და არც მადლობას იმსახურებს. მცირეოდენი მარგინალებისგან სწორედ ამგვარ ლოგიკას ვხვდებით აბასთუმანთან დაკავშირებითაც, თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების უმრავლესობა კარგად ამჩნევს სიმართლეს და სიკეთის მასშტაბს, რომელსაც უკვე სამი ათეული წელია ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სჩადის. მათი აზრით, საზოგადოებისთვის საკეთილდღეო თითოეული ის საქმე, რომელიც მან ჩვენს ქვეყანაში გააკეთა, არათუ მადლობას, არამედ კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის თავადაც აქ ცხოვრობს. ამ ლოგიკით, იმის დასამტკიცებლად, რომ ის საქართველოსა და ქართველებისთვის მართლაც უანგარო ქველმოქმედია, საკუთარი სამშობლოდან საერთოდ უნდა გადაიხვეწოს და მნიშვნელოვანი საქმეები ქვეყნის გარედან უნდა აკეთოს.

სწორედ ამგვარ აბსურდში არიან შესული რადიკალი აგენტები და ამის კიდევ ერთი დასტური აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების შესახებ ჩერგოლეიშვილის მოსაზრებებია. ამ დროს, თავად ისინიც ცხოვრობენ საქართველოში და შეუძლიათ რაიმე კარგი გააკეთონ, თუმცა, ამ ქვეყნისთვის არათუ არანაირი პირადი ძალისხმევა არ გაუღიათ, არამედ საქართველოს ნგრევისა და დაზიანებისკენ არიან მიმართული, პარალელურად კი იმ საჯარო სიკეთეებით – გზებით, მუზეუმებით, უნიკალური სივრცეებით და ა.შ. სარგებლობენ, რომლებიც ბატონმა ბიძინამ საქართველოს აჩუქა.”- წერს იონათამიშვილი.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა
20:19

ვატო შაქარიშვილი: „პროევროპული“ პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც „ბატასუნას“ აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი
18:27

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა
11:38

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
11:35

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები