შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსიც გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1,4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორნახევარჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 10-ჯერ არის შემცირებული.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 19%, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 17%-ი ანუ საშუალოდ ყოველი მეექვსე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იმყოფებოდა.
სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 6%-ს გაუთანაბრდა. ბოლო, ანუ 2025 წლის შეფასებით კი ქვეყანაში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 1,4%-ია დარჩენილი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.
📅 10 თებერვალი, 2026 • 12:56 • ⏱ 1 წთ საკითხავი • 👁 5 ნახვა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით სამუშაო სიღარიბის დონე ქვეყანაში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

16:06
ნინო ფოჩხუა: აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის

15:20
ნიკოლოზ მეტრეველი: დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს

15:05
დავით ჩიხელიძე: ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა-დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლის მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს

14:35