ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „განულებული ავანტიურისტი“ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც ,,პოლიტიკური ლეში, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხროვა ნაცრეჟიმის დროს თავად სჩადიოდნენ”.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება-განცხრომისთვის სააკაშვილივით კი არ უპარპაშია და საკუთარი მილიარდები ქვეყანას დაახარჯა.
„სასამართლო დარბაზი მართლმსაჯულების ადგილია, ნიკა გვარამიასთვის კი — საკუთარი მარაზმის საჯარო ჩვენებაა. ხან ჰიგიენური ექსჰიბიციონიზმი, ხან აბსურდული ბრალდებები… მაგრამ ნაცგოიმური პერფორმანსი იწურება და სამართლიანი ვერდიქტი გარდაუვალია. განულებული ავანტიურისტი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც პოლიტიკური ლეში, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხროვა ნაცრეჟიმის დროს თავად სჩადიოდნენ.
მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას. ამ ყველაფერს ივანიშვილების ოჯახი საკუთარი სახსრებით აფინანსებდა.
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება-განცხრომისთვის სააკაშვილივით კი არ უპარპაშია — საკუთარი მილიარდები ქვეყანას დაახარჯა. მისი არაერთი უანგარო ქველმოქმედება დღემდე ფართო საზოგადოებისთვისაც კი უცნობია, ყველა გადასახადი კი აბსოლუტურად სუფთად გადაიხადა.
და დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გვარამიას ამ ბოროტ სიბრიყვეს რომ ისმენ, მხოლოდ ერთი მწვავე კითხვა იბადება: აქვს კი დაცემასა და უტიფრობას რაიმე ზღვარი?! სამართლიანი, კანონიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლოვდება. ეს ტოქსიკური ცირკაჩობაც მალე დასრულდება!“ – წერს აბაშიძე.
📅 29 ოქტომბერი, 2026 • 15:05 • ⏱ 2 წთ საკითხავი • 👁 51 ნახვა
გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

22:50
ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს – პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც

2 ნოემბერი, 2026 • 09:18
ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

2 ნოემბერი, 2026 • 09:18
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

2 ნოემბერი, 2026 • 09:18