28.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიერაყში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა

ერაყში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა.

„ინციდენტი მოხდა მეგობრულ საჰაერო სივრცეში ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შესრულების დროს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი ერაყის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა, ხოლო მეორე მშვიდობიანად დაეშვა.

როგორც ცენტრალური სარდლობა იტყობინება, თვითმფრინავი მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად არ ჩამოვარდნილა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული