22.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთი„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე

„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე

პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

„მოძრაობა ადასტურებს რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, უპასუხოს აგრესიას ყველა შესაძლებელი საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, მოუწოდებს ირანელ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან“, – აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაჯგუფება, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ირანთან, ისე კატართან, აცხადებს, რომ ომის შეჩერება რეგიონის ინტერესებში შედის.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული