ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც დუბაიში ტურისტად იმყოფებოდა, ბრალდებულია კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს ისეთი მასალის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს.
ლონდონელ მამაკაცს კიდევ 20 ადამიანთან ერთად ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის ტელეფონში ირანული სარაკეტო დარტყმის ვიდეო იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვიდეო პოლიციის შენიშვნისთანავე წაშალა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, არაბთა გაერთიანებული საამიროების კიბერდანაშაულის შესახებ კანონები კრძალავს კონტენტს, რომელმაც შეიძლება „საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს“. ვიდეოების ხელახლა გამოქვეყნება ან მათზე კომენტარის გაკეთებაც კი ბრალის წაყენების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება მოიცავდეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას 20,000–200,000 დირჰამის ოდენობით, ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაციაც ემუქრებათ.
📅 14 მარტი, 2026 • 14:36 • ⏱ 1 წთ საკითხავი • 👁 7 ნახვა
The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

23:13
ვატო შაქარიშვილი: ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის

23:12
არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!

22:38
არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს -კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს

22:38