საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს მიიღეს, სიცრუეა.
მისი თქმით, ნორმა, რომელიც აკრძალული პარტიის ქონების სახელმწიფო ხაზინის ბალანსზე გადასვლას ითვალისწინებს, კანონმდებლობაში ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოქმედებს.
“ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ, 2024 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებდა.
სინამდვილეში: ნორმა, რომელიც აკრძალული პარტიისთვის ქონების სახელმწიფო ხაზინის ბალანსზე გადასვლას ითვალისწინებს, 1997 წლიდან მოქმედებს.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.




