აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ის ყველაზე მეტად ამაყობს.
„მე ვამბობდი, რომ ჩვენ უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შეგვეჩერებინა და მე ამის დღესაც მჯერა. ეს არის ერთ-ერთი, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ“, – განაცხადა ვენსმა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა უკრაინისთვის ევროპელები ყიდულობენ იარაღს, თუმცა აშშ ამაში აღარ მონაწილეობს.
„ჩვენ ევროპას ვუთხარით: თუ იარაღის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ აშშ აღარ იყიდის და გააგზავნის იარაღს უკრაინაში“, – დასძინა ვენსმა.


