ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5960 EUR 2.8943 GBP 3.4571
დღის ამბები
23:13 ვატო შაქარიშვილი: ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის • 23:12 არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს! • 22:38 არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს -კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს • 22:38 არჩილ გორდულაძე:კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას – 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც • 22:37 არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს • 22:37 არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს სარჩელი დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე შევიდა • 22:36 არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ • 17:52 ირაკლი ლატარია: ,,ნაცების“ ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს • 23:13 ვატო შაქარიშვილი: ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის • 23:12 არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს! • 22:38 არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს -კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს • 22:38 არჩილ გორდულაძე:კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას – 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც • 22:37 არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს • 22:37 არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს სარჩელი დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე შევიდა • 22:36 არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ • 17:52 ირაკლი ლატარია: ,,ნაცების“ ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს •
📅 3 მაისი, 2026 • 18:40 • ⏱ 4 წთ საკითხავი • 👁 9 ნახვა

მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა

მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა

დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მისივე თქმით, ეს საბანელი, ემბაზი არის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს.

მიტროპოლიტმა ქადაგებისას ასევე გაიხსენა უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია. მეუფე შიომ ისურვა, რომ უფალის შეწევნით, „ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება, ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.

იგი ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში, „ბეთეზდად“ წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა, რა სენითაც იყო შეპყრობილი. ეს საბრალო კაცი აუზთან ახლოს იწვა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა.

უფალმა იესო ქრისტემ ის შეამჩნია, მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“ (ინ. 5, 6). მან მიუგო, რომ უნდოდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. მაშინ უფალმა უთხრა: „აიღე შენი სარეცელი და გაიარე!“ (ინ. 5, მანაც აიღო თავისი საწოლი, გაიარა და განიკურნა. აი, ასეთი დიდი სასწაული მოხდა.

ამ ამბავში ყველაფერი საკვირველია: უფლის ძალის და მადლის სიდიადე. საკვირველია ასევე ამ აუზის მაკურნებელი წყალიც. საკვირველია, რომ უფალმა ეს კაცი შეამჩნია და მივიდა მასთან. საკვირველია, რომ ეს ადამიანი ოცდათვრამეტი წელი იყო პარალიზებული და ასეთი სულიერი თვისებები შეიძინა: უდრტვინველობა, მოთმინება, სიმდაბლე, რწმენა, დიდი გონიერება. ეს ჩანს მისი პასუხიდან, მისი ქცევიდან, რომ ამისთვის დაიმსახურა ღვთის ასეთი დიდი მადლი და წყალობა. საკვირველია ისიც, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა და ა. შ.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.

რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, ძალიან უნდა სურდეს, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას. საჭიროა ასევე, ჰყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე მიიყვანს (ანუ ეკლესიაში ვინც მოიყვანს).

აი, ნახეთ, როგორი განსხვავებაა ახალი აღთქმის ეკლესიის ძალასა მადლსა და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის, ახალაღთქმისეულ ემბაზსა და საბანელს და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის. იქ, როგორც გითხარით, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და მხოლოდ ერთი ადამიანი იკურნებოდა: პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას. აქ კი უფალი იესო ქრისტე ჩავიდა მდინარე იორდანეში, წყლები აღამღვრია და მთელი სამყარო განკურნა. თუ იქ პირველის მერე ჩავიდოდნენ მეორე და მესამე, ისინი აღარ იკურნებოდნენ, რადგან მადლი აღარ მოქმედებდა, ჩერდებოდა, არა მადლის მომცემელის სიღარიბის გამო, ღმერთის სიღარიბის გამო კი არ ხდებოდა ასე, არამედ მიმღებელთა სულიერი უძლურების გამო იყო ასე. აქ კი პირველის მერე თუ ჩავა მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც ათი, ასი თუ ათასი ადამიანი შევიდეს ამ საბანელში, უფრო მეტიც, მთელი სამყარო რომ შევიდეს, ყველა განიკურნება, ყველა აღდგება, ყველა განიწმინდება, იმიტომ, რომ ეს არის ახალი სახის განწმენდა, სულიერი განწმენდაა!

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: „თუ იქ, რაც მეტი ადამიანი განიბანებოდა, ის წყალი უფრო ბინძური ხდებოდა, აქ რაც უფრო მეტი ადამიანი განიბანება და შედის ამ წყლებში, მით უფრო წმინდა ხდება ის“.

ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლისღება, მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის
23:13

ვატო შაქარიშვილი: ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!
23:12

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს -კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
22:38

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს -კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს

არჩილ გორდულაძე:კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას – 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც
22:38

არჩილ გორდულაძე:კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას – 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც