ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5966 EUR 2.9082 GBP 3.4665
დღის ამბები
17:30 გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან • 15:51 არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო • 15:50 არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო • 12:52 გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს • 12:02 ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია • 11:40 არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, თუ ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები • 11:40 არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში • 11:39 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის • 17:30 გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან • 15:51 არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო • 15:50 არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო • 12:52 გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს • 12:02 ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია • 11:40 არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, თუ ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები • 11:40 არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში • 11:39 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის •
📅 16 აგვისტო, 2026 • 16:59 • ⏱ 3 წთ საკითხავი • 👁 6 ნახვა

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა

აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, კონფლიქტები მხოლოდ განცხადებებით არ გვარდება და ხშირად ნდობის აღდგენა იწყება გაცილებით პრაგმატული საკითხებით, ვაჭრობით, გადაადგილებით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და საერთო ეკონომიკური ინტერესების გაჩენით.

“ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ჩაკეტილი იყო უსაფრთხოების, ოკუპაციისა და სტატუსის საკითხებში. ახლა კი საქართველოდან აფხაზეთში საწვავის შეტანა, თუნდაც ერთჯერადი და კონკრეტული საჭიროებით განპირობებული ნაბიჯი, აჩვენებს, რომ გამყოფ ხაზს მიღმა ეკონომიკური ურთიერთობის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
ეს შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
კონფლიქტები მხოლოდ განცხადებებით არ გვარდება. ხშირად ნდობის აღდგენა იწყება გაცილებით პრაგმატული საკითხებით, ვაჭრობით, გადაადგილებით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და საერთო ეკონომიკური ინტერესების გაჩენით. სწორედ ასეთი ლოგიკა არსებობდა თავის დროზე ერგნეთის ბაზრობის შემთხვევაშიც: პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა ყოველდღიური ურთიერთობა ადამიანებს შორის. შემდეგ ეს სივრცეც გაქრა და კონფლიქტის ორივე მხარეს კიდევ ერთი დამაკავშირებელი არხი მოეშალა.

ამ კონკრეტულ შემთხვევას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აქვს: გავრცელებული ინფორმაციით, საწვავი აფხაზეთში ქართული მხრიდან საბაჟო პროცედურების გარეშე შევიდა. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, სიმბოლური თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, თბილისს არ მოუწია აფხაზეთის, როგორც ცალკე სახელმწიფოს, საბაჟო სუბიექტად აღიარება, ხოლო აფხაზურმა მხარემ პრაქტიკული საჭიროების გამო ასეთ ფორმატზე თანხმობა თქვა.

ამიტომ ამ ამბავს მხოლოდ კითხვით – „რატომ მივეცით საწვავი?“ – არ შევხედავდი.
უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: შეიძლება თუ არა ეკონომიკური კავშირების ეტაპობრივი აღდგენა გახდეს გზა, რომ ოცდაათწლიანი გაუცხოების შემდეგ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან პირდაპირი ინტერესები ისევ გაუჩნდეთ?
და აქ განსაკუთრებით საყურადღებოა რადიკალების რეაქცია. ადამიანები, რომლებიც წლებია მშვიდობიან რეინტეგრაციაზე საუბრობენ, პირველივე პრაქტიკულ კონტაქტს ღალატად აფასებენ და ეს იმ დროს როცა ომის ალტერნატივა სწორედ ურთიერთობის აღდგენაა, ვაჭრობა, ეკონომიკური დამოკიდებულებები, ადამიანური კონტაქტები და ნდობის დაბრუნება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალისტური გზა ადამიანების განადგურებაზე ვერ გაივლის. თუ ოდესმე რეინტეგრაცია შესაძლებელი გახდება, ის სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება.
ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესო ჩემთვის ის პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა.

ზოგჯერ ისტორიული პროცესები დიდი ხელშეკრულებით არ იწყება.

ზოგჯერ ისინი ერთი შეხედვით უმნიშვნელო სავაჭრო ოპერაციით იწყება,” – წერს გეგეჭკორი.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან
17:30

გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო
15:51

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო

არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
15:50

არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს
12:52

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს