ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5966 EUR 2.9082 GBP 3.4665
დღის ამბები
17:30 გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან • 15:51 არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო • 15:50 არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო • 12:52 გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს • 12:02 ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია • 11:40 არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, თუ ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები • 11:40 არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში • 11:39 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის • 17:30 გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან • 15:51 არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო • 15:50 არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო • 12:52 გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს • 12:02 ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია • 11:40 არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, თუ ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები • 11:40 არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში • 11:39 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის •
📅 26 ოქტომბერი, 2026 • 17:30 • ⏱ 4 წთ საკითხავი • 👁 6 ნახვა

გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან

გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მიზნებზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა 2012 წლიდან დღემდე, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან.

„საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. არჩევნების შედეგებისა და არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან დასახელებული პარტიები.

• 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც, არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა მოგვიანებით ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა;

• 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა;

• 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ, დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით;

• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა მოგვიანებით ისევ შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა;

• 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავ არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა მოგვიანებით ისევ შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა;

• 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.

• 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში არაკონსტიტუციურმა პარტიებმა აწარმოეს აქტიური საჯარო კამპანია და საჯაროდ გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლისა და დამხობისკენ აშკარა მოწოდებასა და შესაბამისი სამზადისის არსებობის რეალურ ნიშნებს შეიცავდა. აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს შესაბამისმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მართალია, ზემოაღნიშნული მოწოდებების ავტორები თავიანთ განცხადებებში სიტყვა „დამხობის“ მსაზღვრელად ხშირად სიტყვა „მშვიდობიანს“ იყენებდნენ, მაგრამ ეს ამ მოწოდებების ძალადობრივ და უკანონო შინაარსს არ ცვლის, რადგან „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებაა (ოქსიმორონია), რაც უტყუარად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების მხოლოდ უკანონო გზით შეცვლის შინაარსზე, ძალადობასა და მიზანზე.

4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწყობილ ძალადობრივ აქციას მხარს უჭერდა ლელოც, მათ კამპანიაც კი ჰქონდათ – „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, რასაც ადასტურებს ირაკლი კუპრაძის 15 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის განცხადებები: „დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე, საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე“, „ჩვენი გზავნილი როგორ უნდა მოვიქცეთ 4 ოქტომბერს, შემდეგია: დილით არჩევნებზე, საღამოს პროტესტის მხარდაჭერა“!

მეტიც, პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მის მიერ პარლამენტის წევრის მანდატების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლისა და დამხობის 2025 წლის 4 ოქტომბრის მცდელობის წარუმატებლობა დაასახელა. გიორგი შარაშიძე აცხადებდა „უკვე გვიანია, კიდევ ვიმეორებ იმიტომ, რომ ჩვენ 4 ოქტომბერი, უკვე სამწუხაროდ ეს ფაქტი არის, შემდგარი ფაქტი. და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იქნებოდა 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში“, იმავეს ამბობდა ლევან გოგიჩაიშვილიც. ფაქტია, რომ ერთია მათი საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მეორეა მათი მიზანი – ისინი ელოდნენ ხელისუფლების დამხობის პოლიტიკურ შედეგებს და მაშ შემდეგ, რაც დამხობა არ შედგა, შევიდნენ პარლამენტში, რომელსაც დღემდე არალეგიტიმურად აცხადებენ.

• 2025 წელს ლელოს წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა, სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის დაწვა, რაზეც იგი მსჯავრდებულია ტერორისტული დანაშაული ჩადენისთვის. მიუხედავად ამისა, პარტია ლელოს წარმომადგენლებმა ალექსანდრე ელისაშვილის საქმე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს“,- განაცხადა გორდულაძემ.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო
15:51

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო

არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო
15:50

არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს
12:52

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს

ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია
12:02

ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია