სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ირაკლი ლატარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ნაცების ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა სოსანაშვილმა, ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.
„ უმახინჯესი სულის პატრონი წითლიძე.
სიკვდილიც არის და სიკვდილი, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო…
ნაცების ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ ერთმა შემსრულებელმა (ზონდერმა) სოსანაშვილმა, კაცი – შვილის საფლავზე ააფეთქა და ამ სულით საფრთხობელამ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.
ასეთია ნაცების მოდგმა, იმის მაგივრად მუხლებზე იდგნენ და მთელ ერს პატიებას სთხოვდნენ ,არა – ვერც კი აღიქვამენ საკუთარ უმძიმეს დანაშაულებებს.
წითლიძე არის კოლექტიური ნაცის აზროვნება, ამათთვის მორალი, ტკივილი, თანაგრძნობა და ა.შ არ არსებული არსებითი სახელებია.“ – წერს ლატარია.




