აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„თუმცა, ფაქტია, რომ ისტორია არასოდეს დასტირის საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავის დააკლდება ისინი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
„გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დარტყმების რაც შეიძლება მალე შეწყვეტა სასურველია და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებით იქნება შესაძლებელი“, – დასძინა მან.
საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ირანელმა ხალხმა „თავისი ბედი თავად, თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს“.


