ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
დღის მთავარი
13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია •
19 ოქტომბერი, 2026 • 13:35 • ავტორი: taso • 3 ნახვა

გურანდა ბილიხოძე: რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“? ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს

ახლა რომ გამოდიხართ ზოგიერთი თქვენგანი Facebook-პოსტებით და ხბოს აღტაცებით წერთ საფრანგეთში მომხდარ საშინელ ძალადობასა და ვანდალიზმზე, ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველზე და არა მხოლოდ იქ-მათ შორის, 4 ოქტომბერს ორბელიანზე-ქუჩები იწვოდა? – წერს ჟურნალისტი, გურანდა ბილიხოძე, სოციალურ ქსელში.

მას კითხვები აქვს საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც თბილისში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს დუმილი აირჩია – თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები მათთვის ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“.

ბილიხოძის თქმით, სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაგმობენ, ამ ადამიანებმა საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც იმავე საზომით უნდა შეხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, ორმაგი სტანდარტია.

“იწვოდა მანქანები, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს პარლამენტის შენობის მიმართულებით და ცეცხლი წაუკიდეს შენობის ოთახებს. იგივე წარმატებით ცეცხლი წაუკიდეს პოლიციელებს. გადაწვეს ქუჩაში არსებული ნაგვის ბუნკერები, პარკებიდან აიღეს სკამები და მათაც ცეცხლი წაუკიდეს.
ქაშუეთის მიმდებარედ ოფისები გატეხეს, გამოიტანეს ტექნიკა, კომპიუტერები, პრინტერები, სკამები და მაგიდები და ყველაფერი შუა რუსთაველზე დაწვეს. უზარმაზარი კოცონი გიზგიზებდა.
ფეხით სავალ გზებზე დაგებული ფილებიც კი აყარეს და პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ-პიროტექნიკასთან და მოლოტოვის კოქტეილებთან ერთად.
ამ ყველაფრის ფონზე მე და ჩემს კოლეგებს მუშაობა გვიწევდა ენით აღუწერელი შეურაცხყოფის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ბულინგის პირობებში.
და კიდევ უამრავი რამ მოხდა, რასაც აქ ვერ ჩამოვთვლი-არც მინდა, ეს ტექსტი უსასრულოდ გაგრძელდეს.
ახლა კი მთავარი კითხვა:
მაშინ სად იყავით?
რატომ არ აზიარებდით გადამწვარი თბილისის ქუჩების ფოტოებსა და ვიდეოებს? რატომ არ წერდით იმ ძალადობაზე, რომელიც თქვენს თვალწინ ხდებოდა? უმეტესობამ რატომ აირჩიეთ დუმილი და, უფრო მეტიც, რატომ აღმოჩნდით ბოროტების მხარეს?
თუ საფრანგეთში მსგავსი ქმედებები თქვენთვის ძალადობა და ვანდალიზმია, საქართველოში რატომ გახდა იგივე ქმედებები „დემოკრატიის გამოხატვის ფორმა“?
ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს. ვანდალიზმი ვანდალიზმია იქნება ის პარიზში, თბილისში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. დემოკრატია კი ვერასოდეს იქნება გამართლება ძალადობის, სხვისი ქონების განადგურებისა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აგრესიისთვის.
ამიტომ, სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრინციპულობა კი არა, ორმაგი სტანდარტია,” – წერს გურანდა ბილიხოძე.

https://www.facebook.com/guranda.bilikhodze/posts/pfbid02gxdzJ9bikb5tm3VBVjkc6acyKamrUwEuCGEG7sEkaaU112uY8NEE6qxmbgLThoPnl
გააზიარეთ სიახლე:
Facebook-ზე გაზიარება

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:40

13:39

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
13:39

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან