ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
დღის მთავარი
13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 13:40 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 13:39 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 13:39 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 13:38 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 13:38 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია •
19 ოქტომბერი, 2026 • 13:34 • ავტორი: taso • 2 ნახვა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები“, – წერს ექპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. მისი თქმით, საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული.

მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. აქვე, წერს, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს.

„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა  და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები და ა.შ.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის შეფასებებში ყურადღებას ამახვილებს იმ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მართვას. ამ სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, საწვავისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება, ომების თანმდევი კრიზისები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. გაღარიბებული, მუდმივ სტრესში მყოფი საზოგადოება კი გაცილებით მოწყვლადი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების მიმართ.

ამას ემატება ახალგაზრდებში ისეთი ცხოვრების წესისა და ღირებულებების პოპულარიზაცია, რომელიც კრიტიკული აზროვნების ნაცვლად შემგუებლურ აზროვნებას აძლიერებს და ახალგაზრდებს უფრო ადვილად სამართავ ჯგუფად აქცევს. ფაქტია ახალგაზრდები არასდროს ყოფილან ისეთი მართულები, როგორც დღეს არიან, პარადოქსია, მაგრამ მონური ფსიქოლოგიის ახალგაზრდები, საკუთარ უმწეო მდგომარეობას ვერ ხვდებიან და  თავს თავისუფალ თაობას უწოდებენ, მაშინ როცა აზროვნება და ფიქრიც კი აკრძალული აქვთ. პარალელურად, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები ცენზურისა და იმ შეხედულებების შეზღუდვის შესახებ, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტრადიციულ პოლიტიკურ ხედვებს ემყარება.

კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული. დღეს ამ როლს ხშირად რუსეთი ასრულებს, ხვალ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანა ან ძალა შეარჩიონ. რუსული ჩარევის თემა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით არჩევნების წინ. საზოგადოებას წინასწარ აფრთხილებენ შესაძლო ჩარევის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მიუღებელი ძალა იმარჯვებს, თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რისი ნათელი მაგალითიც რუმინეთი და იქ გაუქმებული არჩევნებია (პირველი ტური)  ამასთან, საგულისხმოა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უცხოური ჩარევის თემა ხშირად კარგავს აქტუალობას.

მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს. პარადოქსულია ისიც, რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

ეს შედარება არ ნიშნავს, რომ რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკა ავტომატურად გამართლებულია. თუმცა ის აუცილებლად აჩენს კითხვას: რეალურად რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს და ვის ინტერესებში შედის საზოგადოებისთვის მუდმივად ერთი და იმავე საფრთხის წინაშე ყოფნის განცდის შექმნა?

ზაზა შათირიშვილის შეფასებების მთავარი ღერძიც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება,  გლობალური გავლენების, არაფორმალური ძალაუფლების, მედიის როლისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის მექანიზმების გააზრებას. დღევანდელ მსოფლიოში კი კრიტიკული აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტიანი მანიპულაცია ის არის, როდესაც ადამიანს სხვისი ინტერესების დაცვა საკუთარი თავისუფალი არჩევანი ჰგონია“, – წერს ჩიხელიძე.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook-ზე გაზიარება

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:40

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
13:39

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი
13:39

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
13:39

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან