17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ...

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება – იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს

გაბოროტებული მასის ვანდალიზმი, რომელიც დღეს საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში ისტორიულ შენობებს წვავს, გახლავთ უვერტიურა იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ტრანსფორმაცია ჰქვია, – წერს ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიმდინარეობს ევროპის მორიგი ტრანსფორმაცია. გამყრელიძის განმარტებით, არსებული ცივილიზაციისათვის სრულიად უცხო კულტურის, რელიგიის და მენტალობის მატარებელი ტომები ნელ ნელა ეპატრონებიან ევროპას და შეიძლება რომაულ კანონმდებლობას შარიათის კანონებიც დაემატოს

“მიმდინარეობს ევროპის მორიგი ტრანსფორმაცია, რომელიც მშობიარობის ჭინთვებივით მტკივნეული და დამღლელია. საბოლოოდ კი მივიღებთ ახალშობილ, იმ მულტიკულტურულ ევროპას, რომლის დასაბადებლად ათწლეულები იღწვოდნენ ულტრალიბერალი ევროპელი ინტელექტუალები.
ისტორია გვიყვება, რომ ასეთი ტრანსფორმაცია ევროპაში რამდენჯერმე მოხდა. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მოწინავე და განვითარებული კულტურები, მიკენი, ხეთები, ლევანტი და ალასია დაეცნენ ე.წ. ზღვის ხალხების შემოსევის შემდეგ. შედეგად ჯერ ბრინჯაოს ხანის კოლაპსი მოხდა შემდეგ კი მივიღეთ ელინური კულტურა.
უძლიერესი რომის იმპერიაც ველური გერმანული ტომების შემოსევის შედეგად განადგურდა. შედეგად ჯერ ბნელი საუკუნეები და შემდეგ რენესანსი და დასავლური კულტურის შექმნა მოხდა.
ამჯერადაც ანალოგიური პროცესი მიდის. როგორც წინა საუკუნეებში დღესაც, არსებული ცივილიზაციისათვის სრულიად უცხო კულტურის, რელიგიის და მენტალობის მატარებელი ტომები ნელ ნელა ეპატრონებიან ევროპას. როგორც რომაელთა პერიოდში დღესაც ხდება ხალხთა დიდი გადასახლება. ამჯერად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. უცხო ტომელების შემოდინება იმდენად მასშტაბურია, რომ ევროპა ვეღარ ახერხებს მათ ინტეგრირებას. შობადობაშიც გიგანტური განსხვავებაა უცხოტომელების სასარგებლოდ.
დღეს, ამ არეულობის საბაბი ფრანგული განათლების სისტემის პრობლემებია. მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია. ორგანიზატორები ულტრამემარცხენეები არიან, რომელთა მიზანიც ყოველთვის რევოლუცია და ნგრევა იყო ეფემერული და უტოპიური კომენიზმის ასაშენებლად, მაგრამ მთავარია ვინ არიან შემსრულებლები. ეს იმ უცხოტომელების უკვე წამოზრდილი მესამე თაობა გახლავთ. ფრანგული პასპორტებით, მაგრამ კვლავ აფრიკული და აზიური მენტალობით. ცოტა ხანში კი ეს ბრბო მივა საარჩევნო ყუთებთანაც.
ტრაგედია არ მოხდება. ევროპა კვლავ ევროპად დარჩება, ოღონდაც მეტი იქნება ჩადრები და შეიძლება რომაულ კანონმდებლობას შარიათის კანონებიც დაემატოს. როგორც ზემოთ ვთქვი, ასეთი ტრანსფორმაცია ადრეც ყოფილა. საბოლოო ჯამში, შეიძლება სასიკეთოც კი იყოს. იდეოლოგია დაკარგულ, ორიენტირებარეულ და დაღლილ ევროპას ახალი სისხლი, ახალი ენერგია შეემატება. ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება. ალბათ ასე სტკიოდათ აღმოსავლეთში გადახვეწილ რომაელებსაც.
P.S. არ ვიცი ვინ წაიკითხავს ამხელა ესეს, მაგრამ მავანთ გაუჩნდებათ პარალელები კორდობის ხალიფატთან. ეს სრულიად, კატეგორიულად განსხვავებული თემაა და მომავალში ამაზეც აუცილებლად დავწერ.” – წერს გამყრელიძე.

https://www.facebook.com/share/1C5iMYsMkf
სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული