18.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 1, 2026
spot_img
მთავარიეკონომიკა„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს...

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად

შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, – განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, აქციები პირველად საჭიროების პროდუქტებზე გავრცელდება მუდმივად.

„აქცია იმოქმედებს ერთიდან – ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლება. რეინჯი არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება“, – განაცხადა თამარ თავართქილაძემ.

ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული