აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა. მას მხარი აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 წევრმა დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გახარიას პარტიის ორმა წარმომადგენელმა.
კენჭისყრამდე პატარაძემ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. დეტალურად ისაუბრა ყველა მიმართულებაზე, განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. პრიორიტეტად დაასახელა მოქალაქეების კეთილდღეობა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა.
პატარაძემ მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა.


