20.9 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიუცხოეთიგერმანიის ვიცე-კანცლერი: ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის, ირანის წინააღმდეგ...

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ

გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა.

კლინგბეილის თქმით, ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, თუმცა საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემას მუდმივად ვერ გადაწყვეტს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაზე.

„ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – აღნიშნა კლინგბეილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული