22.7 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაგიორგი ვოლსკი ანტისახელმწიფოებრივ საჯარო განცხადებებზე: ამ ყველაფერს ჰქვია არა მარტო საკუთარი ქვეყნის...

გიორგი ვოლსკი ანტისახელმწიფოებრივ საჯარო განცხადებებზე: ამ ყველაფერს ჰქვია არა მარტო საკუთარი ქვეყნის ღალატი, არამედ სერიოზული პოლიტიკური დივერსია, რომელსაც ისინი დიდი ხანია ახორციელებენ

დაწყებული იქიდან, რომ ერეკლე მეფე არის მოღალატე, დამთავრებული იმით, რომ საქართველოში ტერორიზმის ხელშეწყობაა, რომ სანქციების თავიდან არიდებისთვის საქართველოში შავ ხვრელებს იყენებენ, ეს ყველაფერი ერთად უნდა შევკრათ, ზუსტად ვიცით იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ამ მიმართულებით უტევენ საკუთარ ქვეყანას და შევაჯამოთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ჰქვია არა მარტო საკუთარი ქვეყნის ღალატი, არამედ სერიოზული პოლიტიკური დივერსია, რომელსაც ისინი დიდი ხანია ახორციელებენ.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული