სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სეიედ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ გზავნილში ფაშინიანი ერევანსა და თეირანს შორის არსებული მტკიცე კავშირების განვითარებაზე საუბრობს.
„გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და ირანს შორის არსებული მტკიცე კავშირები მომავალშიც განვითარდება და ახალ წარმატებებს მიაღწევს. სარგებლობთ შემთხვევით და ირანის მეგობარ ხალხს კეთილდღეობასა და მყარ მშვიდობას ვუსურვებ“, – აღნისნულია წერილში.


