დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
თეირანის ცენტრში, ენყელაბის მოედანზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გავრცელებულ კადრებში ჩანს მოქალაქეები, რომლებსაც ხელში ახალი ლიდერის პლაკატები უჭირავთ.
შეკრებილი საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის, რომელმაც ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა.


