სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
| თბილისი +19°C |
სებ: USD 2.5978 EUR 2.9127 GBP 3.4660
დღის ამბები
14:18 ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა • 14:16 შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის • 13:54 ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე • 13:37 დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ • 13:35 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ • 13:33 გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ • 11:23 გოგა ხაინდრავა ოპოზიციურ პარტიებზე: ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი, ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი • 20 ოქტომბერი, 2026 • 20:14 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 14:18 ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა • 14:16 შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის • 13:54 ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე • 13:37 დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ • 13:35 თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ • 13:33 გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით” და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენ • 11:23 გოგა ხაინდრავა ოპოზიციურ პარტიებზე: ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი, ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი • 20 ოქტომბერი, 2026 • 20:14 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება •
📅 11 მარტი, 2026 • 11:05 • ⏱ 3 წთ საკითხავი • 👁 1 ნახვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს – ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით დაზარალდნენ.

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ განამტკიცა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, მუდმივად აქტიურად აწარმოებენ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, გაოცებული დავრჩი იმის აღმოჩენით, რომ ისინი ერთმანეთთან არ აწარმოებენ კომუნიკაციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა პონსმა. „მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“.

დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები, როდესაც ის ჩატარდება, ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ამ მიზნების მისაღწევად და დასძინეს, რომ მომავალში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მათ, ვინც ამ მისწრაფებების განხორციელებას კონსტრუქციული გზით შეეცდება.

„აშკარაა, რომ საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. იგივეს მოველით პოლიტიკური ლიდერებისგან აქ, საქართველოში“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ.

მან განაგრძო: „მოდით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, როგორც ეს ოქტომბერში აღვნიშნე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების მეშვეობით და არა იმ ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული“.

„ჩვენი, ეუთოს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს გადასაწყვეტი არ არის აქ არსებული პრობლემების მოგვარება. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა და იმედს ვიტოვებ, რომ გადაიდგმება პასუხისმგებლიანი ნაბიჯები პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალურ პოლიტიკურ დიალოგზე დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.

„დელეგაციამ მწუხარებით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მცდელობები გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი ნაბიჯები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს განხეთქილებას და ქვეყნის შემდგომ იზოლაციას გამოიწვევს. დელეგაციამ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, შეხვედროდა იმ პირებს, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ. მათ მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ ამჯერად აღნიშნული შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

აღნიშნული ვიზიტი ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, რაც მოიცავს როგორც არჩევნებზე დაკვირვებას, ასევე საპარლამენტო კოოპერაციას. ვიზიტის შედეგების განხილვა იგეგმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს უახლოეს სხდომასა და ჰააგაში გასამართ ყოველწლიურ სესიაზე.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook Telegram WhatsApp

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა
14:18

ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა

შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის
14:16

შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის

ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე
13:54

ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე

დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ
13:37

დავით ჩიხელიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ უცხოელ ხელმძღვანელებს მათსავე რეზიდენციებში ეახლნენ, რათა დირექტივები მიიღონ და სამომავლო მოქმედების გეგმები არა ქართველ ხალხთან, არამედ საკუთარ, უცხოელ პატრონებთან განიხილონ