22.9 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 19, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკაევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებზე დეპუტატების ნაწილმა უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივა...

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებზე დეპუტატების ნაწილმა უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივა გააპროტესტა

ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებზე, ევროდეპუტატების ნაწილმა კანდიდატი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივა გააპროტესტა.

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების დაჩქარება და ინტეგრაციის განახლებული მოდელის შექმნა არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია.

ეს პოზიცია გააკრიტიკეს პოლიტიკური ჯგუფის, პატრიოტები ევროპისთვის წევრებმა. მათ უკრაინა საკუთარი მოქალაქეების იძულებით სამხედრო მობილიზაციაში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ დაუშვებელ მუქარაში დაადანაშაულეს.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული