33.3 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკალიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი: საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის...

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი: საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული

საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

„ამიტომ, ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს როგორც საქართველოში მოქმედი ის კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ასევე რეჟიმის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს“, – აღნიშნა მან.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული