დუბაიში დრონი ქალაქის ცენტრში, Dubai Creek Harbour-ში მდებარე სანაპირო ზოლის მდიდრულ კომპლექსში მდებარე შენობას მოხვდა.
დუბაის მედიასამსახურის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპერატიულად უპასუხა Dubai Creek Harbour-ში შენობაზე დრონის დაცემის ფაქტს. ინციდენტი სრულად ლოკალიზებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა შენობაში გაჩენილი მცირე ხანძარი მალევე ჩააქრეს. შენობაში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან.


