უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა.
„გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის… ზელენსკისთან მოლაპარაკება ბევრად უფრო რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტელეკომპანიის კითხვაზე უკრაინისგან დახმარების მიღების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც დახმარება გვჭირდება“.
ანამდე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს შესთავაზა დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალებაში.
ამავდროულად, ტრამპმა უარი თქვა კომენტარზე იმის შესახებ, მიიღო თუ არა აშშ-მ უკრაინისგან დახმარება დრონების ჩაჭრის ტექნოლოგიების სფეროში.
📅 15 მარტი, 2026 • 13:29 • ⏱ 1 წთ საკითხავი • 👁 6 ნახვა
დონალდ ტრამპი: უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

17:30
გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან

15:51
არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო

15:50
არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო

12:52